ქართული პოლიტიკის დრამა და მელანქოლია - იაგო ხვიჩია

ვინ შეილება ჩაითვალოს საქართველოში წარმატებულ პოლიტიკოსად თუ არა პარლამენტის წევრი.

ამ "წარმატებულ" პოლიტიკოსს აქვს ხელფასი 4 ათასი ლარი.

ხოლო იმისთვის, რომ ამ "წარმატებას" მიაღწიონ, დეპუტატთა უდიდესი ნაწილი ხარჯავს მილიონებს.

დღეს 150 დეპუტატი 4 -5 ათას ლარიანი შემოსავლით მართავს 50 მილიარდიან ეკონომიკას.

მერე კი გვიკვირს თუ რატომ იქცევიან ცუდად პოლიტიკოსები და რატომ ექვემდებარებიან, ბელადთა ზეწოლას და მოვუწოდებთ მათ რომ ხალხს ემსახურონ.

ეს ყველაფერი, როგორც წესი არავის სასაცილოდ არ ჰყოფნის.

როცა ღატაკი ხარ, ზეწოლას ადვილად ექვემდებარები. საქართველოში პოლიტიკოსის პროფესია კი სიღატაკისთვის გწირავს და თუ ეს არ გინდა ან მოქმედ მთავრობასთან უნდა დალაგდე ან ყოფილ მთავრობასთან.

ამ მორალზე დგას ქართული პოლიტიკა 30 წელია, პოლიტიკაში ბიუჯეტის ფულის გარდა ყველა სხვა ლეგიტიმური გზა ჩაჭრილია, ამიტომაც არის ქართული პოლიტიკა კონცერტი, სადაც მუსიკას ხალხის ნაცვლად სხვები უკვეთავენ.

შესაბამისად, ან ხარ ღატაკი პოლიტიკოსი, რომელიც ბიუჯეტის ფულს ჭამს და რომელსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს ან ვიღაცის ინტერესების გამტარებელი ხარ და ამაში ის ვიღაცეები დამატებით გიხდიან ფულს.

ჩვენ, გირჩს ამის გარღვევა გვინდა, ამ ქვეყანაში გვინდა შევქმნათ პოლიტიკოსის პროფესია, რომელიც მაღალანაზღაურებადი იქნება და გონიერ და მორალურ ადამიანებს მოუნდებათ ამ პროფესიაში ძალების მოსინჯვა, თან ისე რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და არავის ავატარი არ იყოს.

სანამ პარლამენტის წევრს შემოსავალი 4 ათასი ლარი აქვს და 50 მილიარდიან ეკონომიკას მართავს არაფერი არ გვეშველება, პოლიტიკოსები ან კორუმპირებულები იქნებიან ან კლოუნები.

ჩვენ არც ერთი გვინდა ვიყოთ და არც მეორე.

ის ვინც მთავრობაშია, კლოუნ ოპონენტზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს.

შესაბამისად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტის გაკლოუნების წარმატებულ მცდელობათა ერთობლიობა.

ჩვენ გვინდა შევქმნათ თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანთა საზოგადოება, რომლის წევრებიც ერთმანეთის დაცვას შეძლებენ.

გირჩის სამეფოს შექმნის არსიც ეგ არის, პოლიტიკოსებმა შევძლოთ სამეფოს წევრების დაცვა უსამართლობისგან, ხოლო სანაცვლოდ სამეფოს წევრებმა უნდა უზრუნველჰყონ პოლიტიკოსების ფინანსური დამოუკიდებლობა.

როგორც გითხარით, სანამ, 4 ათასი ლარი აქვს პოლიტიკოსს შემოსავალი, შეუძლებელია მან თქვენი ინტერესი დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას, თუ რა თქმა უნდა მისი სალოსობის არ გჯერათ.

ჩვენი შეთავაზება ასეთია, გაეცანით ჩვენ კონსტიტუციას, შემოგვიერთდით სამეფოში (იხ კომენტარებში) და დავიცვათ ერთმანეთის ინტერესები.

თავისუფლების იდეას არასოდეს ჰყოლია საქართველოს პარლამენტში ასეთი დამცველები, რომლებიც არავისთან არაა შეკრული და ნუ გავუშვებთ ასეთ შანსს ხელიდან.

შემოგვიერთდით სამეფოში და იცოდეთ რომ თქვენ სისტემასთან ბრძოლაში მარტო არასოდეს დარჩებით.

გირჩის სამეფო იხილეთ ამ ბმულზე.

მოცემული ვიდეოდან კი გაიგებთ იმას, თუ რატომ და როგორ უნდა მოხვდეთ სამეფოში.

 

 

                                                                                                                                                                                ავტორი: იაგო ხვიჩია



კომენტარები