პროექტები
დაფინანსება

საქართველოს დაბადება

ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ ისტორია არ იცი ან დამახინჯებულად იცი, მოვლენებიდან არასწორი დასკვნები გამოგაქვს.

იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ მომავალი და მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა მოხდა გუშინ, როგორ მოვიქეცით და რა შედეგი მოგვიტანა წარსულში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა. მარტივად, წარსულის ცოდნა აწმყოში მეტი ფიქრის და მომავალში ნაკლები შეცდომის დაშვების საშუალებაა.

„საქართველოს დაბადებას“ ბევრი მიზანი აქვს, მათ შორის, გავიგოთ, როგორ და რა ღირებულებათა საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველო; რა ამოძრავებდათ წარსულში  გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს და რა ინფორმაციის და ცოდნის საფუძველზე აკეთებდნენ ამას.

ვცდილობთ, გარდა იმისა, რომ თავად გამოვიტანოთ დასკვნები, ასევე მოვისმინოთ წარსული მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანების ვერსიები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაზე, გავარკვიოთ, თუ რა ხდებოდა გუშინ, რათა უკეთ გავაანალიზოთ გუშინწინდელი ამბებიც. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს ადამიანებს სხვადასხვა რაკურსით დაინახონ ეპოქა, რომელშიც თავად ან მათი ოჯახის წევრებს მოუწიათ ცხოვრება. 

ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, გადაცემის შექმნის მთავარი მიზანი  ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება იყო, მაინტერესებდა და დღესაც მაინტერესებს პასუხები კითხვებზე:

- რა ხდებოდა გუშინ ამ ქვეყანაში?

- როგორი იყო კომუნისტურ სამყაროში ცხოვრება?

- როგორ მივედით დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე?

- როგორ გვესმოდა და გვესმის დამოუკიდებლობა?

- რისი მოლოდინი გვქონდა?

- რა შეცდომები დავუშვით?

- დღესაც ხომ არ ვუშვებთ იმავე შეცდომებს?

და რაც მთავარია, ადამიანები მაინტერესებს — პერსონაჟები, მათი სტიმულები და ქმედებათა მოტივები, მათი ხასიათის ზეგავლენა ქმედებებზე, რა მოხდებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ? დღეს როგორ ხედავენ საკუთარ თავს წარსულში? რას ფიქრობენ სხვა პერსონაჟებზე?

ამის ცოდნა პროფესიულადაც მევალება.

გადაცემა საგანმანათლებლო შინაარსისაა, მე უარს ვამბობ მის ყველა საავტორო ქონებრივ უფლებაზე და თანახმა ვარ, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა თავისუფლად გამოიყენოს ის.

გადაცემის სპონსორი ახლა გირჩია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ფინანსურად გირჩისგანაც დამოუკიდებელი იყოს.

ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება მონაწილეობა მიიღოთ პროექტის განხორციელებაში და იმავდროულად, დემეხმაროთ გადაცემის ხარისხის ყოველდღიურ ზრდაში, შეგიძლიათ გახდეთ გადაცემის პარტნიორები ან სპონსორები. 

გადაცემის ფორმატი

„საქართველოს დაბადება“ ისტორიული პერსონაჟების მიერ მოყოლილი ამბების კრებულია, სადაც სტუმრები საკუთარი თვალით ნანახ და განცდილ ისტორიებს ჰყვებიან.

ეს ისტორიები სუბიექტურია, ხშირ შემთხვევაში, შელამაზებულიც კი, მაგრამ მჯერა, რომ ერთობლიობაში გადაცემათა ციკლი საერთო სურათის შექმნაში დაეხმარება დაინტერესებულ მსმენელს.

გადაცემის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო აღმოჩნდნენ „საქართველოს დაბადების“ პროცესის მონაწილეები — პოლიტიკოსები, არტისტები, სპორტსმენები, ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები, და ასევე ის ხალხი, რომელიც საკუთარ პროფესიაში ქმნიდა ისტორიას.

ჩემი, როგორც გადაცემის წამყვანის მთავარი ამოცანაა, სტუმრისთვის შევქმნა კომფორტული გარემო,  წავახალისო გულახდილობა და დავსვა მხოლოდ ის კითხვები, რომლებიც  გულწრფელად მაინტერესებს.

სტატისტიკა

  • დამფინანსებელი 97
  • ხელმომწერი 0
  • დაფინანსება 8605

პოლიტიკოსი

იაგო ხვიჩია

სხვა პროექტები

კანაფის საზოგადოება

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა და შერჩევითად დევნა. … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა… გააგრძელე კითხვა

ამნისტია

რატომ ეს პროექტი? ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს ზედმეტად მკაცრი, სასტიკი სასჯელით… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს… გააგრძელე კითხვა

სავალდებულო ჯარის გაუქმება

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც შეგვიძლია რუსეთის მაგალითზე… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც… გააგრძელე კითხვა

მულტისავალუტო სისტემა

რატომ ეს პროექტი? გვინდა, დავიცვათ თავი არსებული და ნებისმიერი მომავალი მთავრობის მიერ ფარულად დაბეგვრისგან ინფლაციის გადასახადით. პროექტის მიზანი საქართველოს… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა, დავიცვათ თავი არსებული და ნებისმიერი მომავალი მთავრობის მიერ ფარულად დაბეგვრისგან ინფლაციის გადასახადით. … გააგრძელე კითხვა

ბიუროკრატიის გაცილება

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანის… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო… გააგრძელე კითხვა

უნივერსალური ბაზისური შემოსავალი

რატომ ეს პროექტი? ადამიანს საკუთარი თავის მიხედვა ყველაზე (მ. შ. ბიუროკრატიაზე) უკეთ და ეფექტურად შეუძლია, ამიტომ, გვინდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ოჯახზე… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანს საკუთარი თავის მიხედვა ყველაზე (მ. შ. ბიუროკრატიაზე) უკეთ და ეფექტურად შეუძლია, ამიტომ, გვინდა,… გააგრძელე კითხვა

მიწა-წყლისა და ქვეყნის დაბრუნება

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და ღატაკებად (პროლეტარიატად) დაყოფის და… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და… გააგრძელე კითხვა

ტკივილი

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა ნიშნავს წამებას. პროექტის… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა… გააგრძელე კითხვა

შერიფები

რატომ ეს პროექტი? გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაგვარებელი საკითხი. პროექტის მიზანი … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის… გააგრძელე კითხვა

იარაღის ლეგალიზაცია

რატომ ეს პროექტი? მესაკუთრეობა ნიშნავს გარკვეული საკუთრების ექსკლუზიურად გამოყენების უფლებას.  თითოეული ჩვენგანის მთავარი ექსკლუზიური საკუთრება არის სიცოცხლე… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? მესაკუთრეობა ნიშნავს გარკვეული საკუთრების ექსკლუზიურად გამოყენების უფლებას.  თითოეული ჩვენგანის მთავარი… გააგრძელე კითხვა

სასამართლო

რატომ ეს პროექტი? ადამიანებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად და სწრაფად მოსაგვარებლად გვჭირდება სასამართლო. პროექტის მიზანი სასამართლოსადმი ნდობის დაბრუნება … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად და სწრაფად მოსაგვარებლად გვჭირდება სასამართლო. პროექტის მიზანი … გააგრძელე კითხვა