სათათბირო

პოლიტიკოსები
...
ჰერმან საბო სათათბიროს წევრი

გირჩის პოლიტიკოსი გახლავართ. შექმნის დღიდან ამ პარტიის წევრი და გულშემატკივარი.

აქტივობის მიზანი: ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს, რა შედეგს გამოიღებს რეალობაში ის იდეები, რომლებიც მართებული მგონია. ასევე, გირჩზე კარგი იარაღი საკუთარი თავისუფლების დასაცავად ჯერ არ შემხვედრია.

...
ვახტანგ მეგრელიშვილი სათათბიროს წევრი

ვახო მეგრელიშვილი, პოლიტიკოსი

ბუნებით ენტერპრენერი ვარ, მხოლოდ იმ საქმეს ვკიდებ ხელს, რომლის იდეის მჯერა და მაინტერესებს. მე მჯერა, რომ უმრავლესობის წარმოდგენა ადამიანის, საზოგადოების და სამყაროს შესახებ არ შეესაბამება რეალობას და ამ აცდენიდან მომდინარეობს ჩვენი პრობლემების უდიდესი ნაწილი. 

აქტივობის მიზანი: არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ქართველი ხალხისათვის თავისუფლების იდეა, მაგრამ ჩემს ვალდებულებად ამ იდეების ადეკვატურად გავრცელება მიმაჩნია. სწორედ ამიტომ ბოლო შვიდი წელია ვაკვირდები და ვსწავლობ პოლიტიკოსის პროფესიას, ვმუშაობ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი შინაარსის და ფორმების მოძებნასა და შექმნაზე.

...
იაგო ხვიჩია სათათბიროს წევრი

დავიბადე 1982 წელს მარტვილის რაიონში, 2004 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ერთ ათწლეულზე მეტი ვიმუშავე ამ სპაციალობით სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში.

2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა, გადავწყვიტე პოლიტიკაში წავსულიყავი და ამ პოზიციიდან მეცადა რაიმე შემეცვალა ჩემს პროფესიაში.

აქტივობის მიზანი: საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და მის ნაცვლად ახალი ადამიანური სისტემის აწყობა.

ჰობი: ისტორია, ფეხბურთი.

...
ნიკა ნადირაძე სათათბიროს წევრი

გირჩის პოლიტიკოსი, მეწარმე

აქტივობის მიზანი: სახელმწიფო ქონების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბრუნება, რადგან მიმაჩნია, რომ ქონება სახელმწიფო ბიუროკრატებისა და ჩინოვნიკების ხელში არ უნდა იყოს.

...
როლანდი ნაჭყებია სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ თბილისში, ამჟამად დაკავებული ვარ მაინინგით და ბავშვების სათამაშოების წარმოებით.

აქტივობის მიზანი: გირჩთან ერთად მინდა განათლება სახელმწიფო მარწუხებისგან ვიხსნა, რაც ახლანდელ და შემდგომ თაობებს საშუალებას მოგვცემს, უფრო თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ.

პარტნიორები
...
გიორგი ახობაძე სათათბიროს წევრი

2002 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ. სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიის მფლობელი (CEO) ვარ. 

აქტივობის მიზანი: კლასიკური ლიბერალიზმის იდეოლოგია. კერძოდ, რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო და მეტი ადამიანი/ინდივიდი. მჯერა იმის, რომ ინდივიდის ინტერესი უპირატესია.

...
აბესალომ დაბახიშვილი სათათბიროს წევრი

ტელე-კინო რეჟისორი. 15 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, სადაც მედია ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. ამჟამად ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო მუშაკი გახლავართ.

აქტივობის მიზანი: არ მინდა ისე მოვკვდე, ლიბერალურ საქართველოს რომ ვერ მოვესწრო.

...
უჩა ბარბაქაძე სათათბიროს წევრი

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე თსუ, ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ.

აქტივობის მიზანი: თავისუფლების კეთება. ჩემი ხედვით, გირჩი ქართულ რეალობაში ნაშობი ამერიკული ხედვის მქონე პოლიტიკური მოვლენაა.

...
ზურა ბუხნიკაშვილი სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ თბილისში, IT სფეროში ვსაქმიანობ.

აქტივობის მიზანი: უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. მგონია, რომ ყველაზე მეტად ამ მიზანს გირჩი ემსახურება.

...
ლუკა ცისკარიშვილი სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ ზემო ალვანში, სამსახურს თავი დავანებე და პროგრამირებას ვსწავლობ.


აქტივობის მიზანი: ისეთი წესრიგის მიღება, რომელშიც ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება. გირჩი ის პარტიაა, რომელიც ამ მიზნის განსახორციელებლად მჭირდება.

...
ირაკლი საფარაშვილი სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ საქართველოში, ვარ სოფტვეარის ინჟინერი.

აქტივობის მიზანი: მეტი თავისუფლების მოპოვება

...
დათო დარბაიძე სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ ამერიკაში. მაქვს საკუთარი ბიზნესი.

აქტივობის მიზანი: მონაწილეობის მიღება ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა ინდივიდის უფლება დაცულია. ჩემთვის გირჩი თავისუფლების,სამართლიანობის,  და წესრიგის გარანტიაა.

...
ტატო ჯახია სათათბიროს წევრი

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აქტივობის მიზანი: თავისუფლება - ეს არის მიზანიც, მიზეზიც და ზოგადად, წარმატების საფუძველი. მინდა, ჩემი თვალით დანახული გირჩი დავანახვო სხვებსაც.

...
ლაშა ხვიჩია სათათბიროს წევრი

ვცხოვრობ თბილისში. ბიზნესის სფეროში ვსაქმიანობ, კერძოდ შპს. წიგნის ფაბრიკისა და შპს. პრინტ ფაბრიკის დამფუძვნებელი ვარ. 

აქტივობის მიზანი: პიროვნული, ეკონომიკური და სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა, ვფიქრობ, გირჩი ამ იდეებს სწორად გამოხატავს.

...
მალხაზ ჭანია სათათბიროს წევრი

18 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. უძრავი ქონების სფეროში ინვესტორი და რეალტორი ვარ.

აქტივობის მიზანი: ჯედების სისტემის, როგორც საქართველოში მეტი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდზე დგომის უნიკალური და უპრეცედენტო საშუალების პოპულარიზაცია ემიგრაციაში.

...
ოთო ზაკალაშვილი სათათბიროს წევრი

პროგრამისტი. ტექნოლოგიებისა და თავისუფალი განათლების ენთუზიასტი. ვმუშაობ BitCamp-ის განვითარებაზე.

აქტივობის მიზანი: თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, რომელშიც იქნებოდა პერსპექტივა როგორც პირად, ისე შვილების მომავალზე ფიქრის.