სიახლეები

328 Views
მეტი თავისუფლება

გირჩმა თავის ოფისში საროსკიპო გახსნა

გირჩი პროსტიტუციის ლეგალიზაციის მოთხოვნით საკუთარ ოფისში საროსკიპოს ხსნის

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამი სასტუმროს მეპატრონე, რომელთაც ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა.

ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სისტემა სექს-ინდუსტრიაში ჩართულ პირებს არ მიიჩნევს ადამიანებად, ექცევა როგორც მონებს და მათ, სხვა ადამიანების საწინააღმდეგოდ, ინფორმაციის წყაროდ იყენებს. ამავე დროს, ამ ქვეყანაში, ხელისუფლებები, ძალის დემონსტრირების თუ რაიმე ხმაურიანი პოლიტიკური თემის გადაფარვის მიზნით, ხშირად მიმართავენ ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების საჯარო ტერორს. შედეგად, სექსუალური მომსახურების გაყიდვით დაკავებული ადამიანები, რომელთაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ისევე, როგორც მათი ოჯახები, რჩებიან შემოსავლის გარეშე და ხდებიან საზოგადოებრივი გაკიცხვის საგანი.

არ არსებობს რაიმე თვისობრივი განსხვავება დაკავებული ადამიანების სასტუმროებსა და საქართველოში არსებულ სხვა სასტუმროებს შორის - ნებისმიერ სასტუმროში შეიძლება ადამიანები სარგებლობდნენ ფასიანი სექსუალური მომსახურებით. მეტიც, ნებისმიერი ბიძა, რომელიც ძმისშვილს დაუფინანსებს სექსუალური მომსახურების მიღებას და ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც მეგობარს დაუთმობს ბინას ფასიანი სექსისთვის, კრიმინალია დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად.

 

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა საქმიანობა, რომელიც არ შეიცავს ძალადობას და ეფუძნება ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, მათ შორის, პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!

ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ დღევანდელი ტრაგიკომიკური სიტუაცია, ამავე დროს, დავიცვათ სექს-ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის, პირველ რიგში, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენების მხრიდან ძალადობისგან, ისევე როგორც, მოვახდინოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ-შიდსის გავრცელების პრევენცია, არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია.

ამიტომ ჩვენ დღეს, საჯაროდ და დემონსტრაციულად, გირჩის ოფისის ერთ ნაწილში, ვხსნით საროსკიპოს. ჩვენი ფართის დაქირავება შეეძლება ყველას, სპეციალურად ფასიანი სექსუალური მომსახურების მიღების მიზნით, საათში 49 ლარისა და 90 თეთრის საფასურის გადახდის შემთხვევაში. ჩვენი საროსკიპოს სახელწოდებაა პიონერი და მისი სპონსორია სექს-სათამაშოების მაღაზია კიკუ.

აღნიშნული ქმედებით ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254- მუხლის (პროსტიტუციის ხელშეწყობა), მე-3 ნაწილს:

ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა), ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმრონ მთელი გირჩი, ან უნდა გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი და შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა.

კომენტარები