სიახლეები

გირჩი TV-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა #სირცხვილია გავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გადაცემა #სირცხვილია გირჩი TV-ის ეთერში დღეიდან გავა. პირველი ლაივი ეთერში უკვე გავიდა. 

სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ და მივულოცოთ, გირჩი TV უკვე ტელევიზიაშია. "მაგთის" 61-ე არხზე გაეშვა და დღეიდან ჩვენი გადაცემა მათ არხზეც გავა ლაივში, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ. 


სხვა ტელევიზიებსაც გთავაზობთ აიღოთ მაგალითი და მოიქცეთ იგივენაირად. ზაფხულში ბადე არ არის ხოლმე გადატვირთული, პრობლემაა რეიტინგული გადაცემები და გთავაზობთ ამას უფასოდ"

- განაცხადა გადაცემის წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფარგლებში არსებული გადაცემა #სირცხვილია დღეს უკვე 23-ე დღეა მიმდინარეობს. გადაცემა 20:20 საათზე იწყება. დღეს აქციის 64-ე დღეა.
კომენტარები