სიახლეები

ნინი ქარსელაძე: სულ დადებილდა ეს ხალხი? რა მინდა "კურიერში"

ნინი ქარსელაძე და ხათუნა ხოფერია არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხვალიდან ისინი „კურიერის“ წამყვანები იქნებიან. როგორც ჩვენთან საუბრისას ნინი ქარსელაძემ აღნიშნა, ასეთი ინფორმაციის გავრცელებაც და გადამოწმებაც, სირცხვილია. 

სულ დადებილდა ეს ხალხი? რა მინდა მე ან კურიერში, ან ჟურნალისტიკაში? რა საერთო მაქვს ამ ყველაფერთან?? დადებილდა ყველა ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს

ხათუნა ხოფერიამ კი თქვა, რომ „ვატო გელაშვილს ეტყობა „აშეინიკმა“ მოუჭირა და სისულელეებს ბოდავს. სურამში ვისვენებთ მე და ბავშვები“.

შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია დღეს, მოძრაობის „შეაჩერე კორუფცია“ წევრმა, ვატო გელაშვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც "კურიერის" წამყვანებმა ტელეკომპანია "რუსთავი ორი" დატოვეს.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები