სიახლეები

თბილისი პრაიდი ხვალ, 8 ივლისს გაიმართება

თბილისი პრაიდი ღირსების მარშს ხვალ, 8 ივლისს გამართავს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ორგანიზატორების ცნობით, მარში ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად გაიმართება. თუმცა, ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება

თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ინფორმაციით, 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

კომენტარები