მუქარა, დაშინება და შეწყვეტილი ხელშეკრულება - რა ფასი აქვს მაჟორიტარობას?

"გირჩის" ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბორის ყურუას მამას ფოთის მერიამ გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

ამ ფაქტის შესახებ ჩელემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი საარჩევნო კანდიდატურის დაყენებას ფოთის ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე მოყვა მუქარები მამაჩემის მისამართით, რომ შეუწყვეტდა ფოთის მერია ხელშეკრულებას სამშენებლო სამუშაოების შესახებ და დაიჭერდნენ, რაზეც მამაჩემმა ყურუების კლანის საიდუმლო ტექნიკა გამოიყენა თქვენც რომ კარგად იცით იმ ადგილისკენ გაუშვა მუქარის ავტორები.

6 ოქტომბერს ფოთის მერიამ მიწერა მამაჩემს წერილი სადაც ეწერა, რომ მიუხედავად მათი მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრისა, ვერ მოხერხდა სამუშაოების დროზე შესრულება და ხელშეკრულება სეწყდა ცალხმრივად ფოთის მერიის მხრიდან.

დამატებითი ვადა არ განუსაღვრავთ, ანუ დამატებითი ვადა ჰგონიათ რო დაემუქრნენ შეგიწყვეტთო და მერე ცოტა აცადეს ის დრო. შეწყვეტას რაც შეეხება წერილით არ ხდება, საჭიროა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ფოთის მერიამ ისევ და ისევ დაიკიდა.

არც ისე მოკლედ მოგიყვებით რა ხდებოდა ამ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც გაფორმდა ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT 200007603) შედეგების საფუძველზე 2020 წლის 15 ივლისს.

შპს "ტოპგრუპი" რომლის დირექტორის პოსტსაც იპოვებს მამაჩემი, მუდმივად აცნობებდა მერიას პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ. კერძოდ:

ხაჯთაღრიცხვაში მოცემული მანქანა-მექანიზმები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ობიექტზე გადაადგილებას, შესაბამისად კომპანიამ უფრო მცირე გაბარიტების მანქანებით განახორციელა სამუშაოების ნაწილი, ამას ჭირდებოდა პროექტში ცვლილება, რაზეც მიმართა ფოთის მერიას, თუმცა დაიკიდეს.

ამავე ქუჩებზე მუშაობდა შპს "ტაჰალი" რომელიც ახორციელებდა საკანალიზაციო ჭების მოწყობას, მათი მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა მამაჩემის მუშაობას, რადგან უმეტესად გზას კეტავდნენ. ამის თაობაზეც მიმართა მერიას, რომ ვადა გაეგრძელებინათ, თუმცა ეს მოთხოვნაც დაიკიდა მერიამ.

სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ გათხრისას გროვდებოდა გრუნტის წყლები, დაერთო ამ ყველაფერს წვიმიანი ამინდი. ისევ მიწერა მამაჩემმა მერიას, რომ პროექტში წყალამოღვრა არ იყო გათვალისწინებული და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება, რაც მერიამ არ დაიკიდა და უპასუხეს შენ უნდა გცოდნოდა კლიმატური პირობები და ის რომ ფოთში რო გათხრი ქვემოთ წყალიაო (როცა პროექტი მათი შედგენილია)

მამაჩემმა შესთავაზა შემდეგ გამოსწორების გზა, კერძოდ ანაკრების გაკეთება (რა არის მეც არ ვიცი კარგად) სიტყვიერად დაეთანხმნენ და პროექტში არ ასახეს, ალბათ ისევ დაიკიეს.

მოკლედ ამის გარდა უამრავი ხარვეზი იყო თავად მერიის მხრიდან, რასაც წარმატებით იკიდებდნენ, რადგან პროექტი უნდათ სხვას გადასცენ სიტყვიერი გარიგების საფუძველზე, იმიტომ რომ მამაჩემი არ ევასებათ.

შემდეგი ეტაპი დაჭერაა ალბათ, ისედაც აქვს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები სასამართლოში და ასეც მოიქცევიან წესით.

ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ქუჩა ბევრად დიდხანს იქნება გადათხრილი, თავიანთ ახლობელს მიცემენ პროექტს, ის იდიოტურად გააკეთებს, ხარჯები გაიზრდება და ასე შემდეგ.

ასე ექცევიან ეს ადამიანები ჩვენს ფულს, იმიტომ რომ უბრალოდ კიდიათ.

მამაჩემი ის ადამიანია ვისაც სახელმწიფო გადასახადებით და ირიბად კი არა, პირდაპირ აღარიბებს, ჩემს პოლიტიკურ აქტიურობასაც საკმაოდ მსუყე წილი აქვს ამ საკითხში.

ჰოდა ეს ვინც ბოლომდე წაიკითხეთ, რა ვქნა? დავაჩაგრინო თავი?

ჩემი საარჩევნო კანდიდატურის დაყენებას ფოთის ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე მოყვა მუქარები მამაჩემის მისამართით, რომ შეუწყვეტდა ფოთის მერია ხელშეკრულებას სამშენებლო სამუშაოების შესახებ და დაიჭერდნენ, რაზეც მამაჩემმა ყურუების კლანის საიდუმლო ტექნიკა გამოიყენა თქვენც რომ კარგად იცით იმ ადგილისკენ გაუშვა მუქარის ავტორები.

6 ოქტომბერს ფოთის მერიამ მიწერა მამაჩემს წერილი სადაც ეწერა, რომ მიუხედავად მათი მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრისა, ვერ მოხერხდა სამუშაოების დროზე შესრულება და ხელშეკრულება სეწყდა ცალხმრივად ფოთის მერიის მხრიდან.

დამატებითი ვადა არ განუსაღვრავთ, ანუ დამატებითი ვადა ჰგონიათ რო დაემუქრნენ შეგიწყვეტთო და მერე ცოტა აცადეს ის დრო. შეწყვეტას რაც შეეხება წერილით არ ხდება, საჭიროა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ფოთის მერიამ ისევ და ისევ დაიკიდა.

არც ისე მოკლედ მოგიყვებით რა ხდებოდა ამ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც გაფორმდა ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT 200007603) შედეგების საფუძველზე 2020 წლის 15 ივლისს.

შპს "ტოპგრუპი" რომლის დირექტორის პოსტსაც იპოვებს მამაჩემი, მუდმივად აცნობებდა მერიას პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ. კერძოდ:

ხაჯთაღრიცხვაში მოცემული მანქანა-მექანიზმები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ობიექტზე გადაადგილებას, შესაბამისად კომპანიამ უფრო მცირე გაბარიტების მანქანებით განახორციელა სამუშაოების ნაწილი, ამას ჭირდებოდა პროექტში ცვლილება, რაზეც მიმართა ფოთის მერიას, თუმცა დაიკიდეს.

ამავე ქუჩებზე მუშაობდა შპს "ტაჰალი" რომელიც ახორციელებდა საკანალიზაციო ჭების მოწყობას, მათი მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა მამაჩემის მუშაობას, რადგან უმეტესად გზას კეტავდნენ. ამის თაობაზეც მიმართა მერიას, რომ ვადა გაეგრძელებინათ, თუმცა ეს მოთხოვნაც დაიკიდა მერიამ.

სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ გათხრისას გროვდებოდა გრუნტის წყლები, დაერთო ამ ყველაფერს წვიმიანი ამინდი. ისევ მიწერა მამაჩემმა მერიას, რომ პროექტში წყალამოღვრა არ იყო გათვალისწინებული და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება, რაც მერიამ არ დაიკიდა და უპასუხეს შენ უნდა გცოდნოდა კლიმატური პირობები და ის რომ ფოთში რო გათხრი ქვემოთ წყალიაო (როცა პროექტი მათი შედგენილია)

მამაჩემმა შესთავაზა შემდეგ გამოსწორების გზა, კერძოდ ანაკრების გაკეთება (რა არის მეც არ ვიცი კარგად) სიტყვიერად დაეთანხმნენ და პროექტში არ ასახეს, ალბათ ისევ დაიკიეს.

მოკლედ ამის გარდა უამრავი ხარვეზი იყო თავად მერიის მხრიდან, რასაც წარმატებით იკიდებდნენ, რადგან პროექტი უნდათ სხვას გადასცენ სიტყვიერი გარიგების საფუძველზე, იმიტომ რომ მამაჩემი არ ევასებათ.

შემდეგი ეტაპი დაჭერაა ალბათ, ისედაც აქვს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები სასამართლოში და ასეც მოიქცევიან წესით.

ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ქუჩა ბევრად დიდხანს იქნება გადათხრილი, თავიანთ ახლობელს მიცემენ პროექტს, ის იდიოტურად გააკეთებს, ხარჯები გაიზრდება და ასე შემდეგ.

ასე ექცევიან ეს ადამიანები ჩვენს ფულს, იმიტომ რომ უბრალოდ კიდიათ.

მამაჩემი ის ადამიანია ვისაც სახელმწიფო გადასახადებით და ირიბად კი არა, პირდაპირ აღარიბებს, ჩემს პოლიტიკურ აქტიურობასაც საკმაოდ მსუყე წილი აქვს ამ საკითხში.

ჰოდა ეს ვინც ბოლომდე წაიკითხეთ, რა ვქნა? დავაჩაგრინო თავი?" - წერს ბორის ყურუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები