აჭარის "უსკომ", "გირჩის" უმაღლესი საბჭოს კანდიდატების სია დაარეგისტრირა

აჭარის "უსკომ" "გირჩის" უმაღლესი საბჭოს კანდიდატების სია გუშინ საღამოს დაარეგისტრირა.

როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა კვოტირების შესახებ კანონი შემოიღო, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა პარტიული სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი უნდა იყოს ქალი. "გირჩმა" ქალთა კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა. სამწუხაროდ 2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გენდერული კვოტირება კონსტიტუციურად ცნო. 

"გირჩმა" აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა კვოტირება გადაწყვიტა, ამიტომ სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი მამაკაცია. ეს ერთგვარი პროტესტის ფორმაა, რომელიც ამ კანონის ამორალურობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. 

წარმოგიდგენთ "გირჩის" აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების სიას:

1. ლალი ანთიძე

2. ნანა გოგუაძე

3. ვარდო გოგუაძე

4. გიორგი ჭიღლაძე

5. ეთერ ხალვაში

6. თეონა გოგია

7. ნინო იმნაძე

8. ირაკლი მოისწრაფიშვილი

9. ლელა გაბელია

10. ნატალია ხანჯალიაშვილი

11. ლამარა კიზირია

12. მირზა მანველიძე

13. გულიკო მეტივიშვილი

14. სალომე ჯაყელი

15. ელენე ძნელაძე

16. ბაქარ ფუტკარაძე

17. ნანა ბარამიძე

18. დიმიტრი ხარიტანოვი

19. გიორგი დანელია

20. თორნიკე რაზმაძე

"უსკოს" დადგენლიება იხილეთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები