"ბიძინაური" - ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე

ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე - მოძრაობა 20/30-იანელებმა დღეს მათ მიერვე ჩამოსხმული ღვინის, „ბიძინაურის“, პრეზენტაცია გამართეს. რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე დამსწრეებს მოძრაობის წევრებმა განუმარტეს, რომ ახალი პროდუქტი ივანიშვილის საპატივცემულოდ შეიქმნა. 

„ბატონ ბიძინას ქართული ვაზი და ღვინო ძალიან უყვარს. ამაზე არაერთ სატელევიზიო გამოსვლაშიც უსაუბრია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პატივი ვცეთ მის გატაცებას და ქართულ საზოგადოებას სწორედ ივანიშვილის სახელობის უგემრიელესი ღვინო შევუქმენით. ჩვენი აზრით, ეს ღვინო თითოეული ქართველის ოჯახში უნდა ინახებოდეს და „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად პატარძალს მზითვებშიც უნდა მიყვებოდეს“ - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, საბა ყაველაშვილი.
 


მისივე განმარტებით, ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღვინის შეძენა მსურველებს დღეს, 18:18 საათიდან ხვალ 18:18 საათამდე, 18 ლარად შეეძლებათ. აქციის დასრულების შემდეგ კი "ბიძინაური" 20 ლარი ეღირება. „ბიძინაურის“ შეძენა მსურველებს ფეისბუქის საშუალებით შეეძლებათ. 




ავტორი: მარია გეგეჭკორი
 



კომენტარები