სიახლეები

648 Views
პოლიტიკა

20/30-იანელების მარათონი: ბიძინას გზა - სოლომონის მემკვიდრეობა

ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა. ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში და რა თქმა უნდა მე მახსენდება დიდი მეფე სოლომონ პირველი. ვფიქრობთ, რომ ზუსტად მისი მემკვიდრეობის გამგრძელებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე დღეს ქვეყნის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგული ჯარისკაცი ვარ და ამით მინდა დავუმტკიცო დიდი სიყვარული - გავიარო გზა, სირბილით, ჭორვილადან თბილისამდე

- ამ განცხადებით დაიწყო მარათონი, მოძრაობა 20/30-იანელების აქტივისტმა, გიორგი ნადარაიამ.

დღეს, მოძრაობა 20/30იანელების წევრები ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში შეიკრიბნენ, ამბობენ, რომ ამ ადგილას პირველად დაირწა ივანიშვილის აკვანი და სწორედ ამიტომ გაირბენს გიორგი ნადარაია ბიძინას გზას ჭორვილადან თბილისამდე. პერფორმანსის სახელწოდებაა "ბიძინას გზა - სოლომონის მემკვიდრეობა".

თუ გინდათ, რომ დააფინანსოთ 20/30-იანელების აქტივობები, გადადით დაფინანსების გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და დააფინანსეთ ისინი.

20/30-იანელებისთვის თანხის გადარიცხვით, თქვენ ავტომატურად დაგერიცხებათ გირჩის ციფრული ვალუტა GED.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები