სიახლეები

74 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი პოზიტიური დღის წესრიგი - ნაწილი მე-3

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, უიმედობასა და ნიჰილიზმში მყოფი ადამიანებისთვის, დამაჯერებელი საერთო მიზნის, პოზიტიური დღის წესრიგის ჩვენებაა მნიშვნელოვანი, რომელიც მათ უკეთესი ცხოვრების იმედს გაუჩენთ.

ადამიანების დიდი უმრავლესობა არის სრულ ნიჰილიზმში, ამ მოცემულობის შეცვლა, შესაძლებელია, მხოლოდ  დამაჯერებელიპოზიტიური დღის წესრიგით, ადამიანებს ჭირდებათ მეტი სიცხადე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, რატომ იქნება ეს ცვლილება უკეთესი მათთვის, რითი გაუმჯობესდება მათი ცხოვრება.

როგორც ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მხოლოდ პროპორციული არჩევნების მიღება, არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

"მხოლოდ პორპორციული წესით არჩევნების ჩატარება არ არის ის,რაც საკმარის სიცხადეს აძლევს ჩვეულებრვი ადამიანს, თუ რა იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჭრელი პარლამენტი გასაგებია, რომ პოლიტიკურ პროცესებს გადაიტანს ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერე ყველაფერი კარგად იქნება, ცხადია, ეს რაღაც რისკებს დაბალანსებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღიდან ყველაფერი უკეთ იქნება, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით. თუ გულწრფელად გვინდა რეალობის შეცვლა, ამისთვის საჭიროა ოპოზიციას ჰქონდეს, ერთიანი პოზიტიური დღის წესრიგი."

იხილეთ ზურაბ გირჩის ჯაფარიძის ვიდეოების პირველი და მეორე ნაწილი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები