სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში არსებულ კრიზისზე - ნაწილი პირველი

ქვეყანაში არის კრიზისი ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური. ეკონომიკა ფაქტობრივად არის გაჩერებული, ზრდის იმ ტემპით, რომელიც ახლა გვაქვს, ვერ გადავრჩებით, გადაჭარბების გარეშე, სამყარო ისე სწრაფად მიდის წინ და ჩვენ ისე ვართ გაჭედილი, ან ვინმე გადაგვყლაპავს, როგორც ხშირად მომხდარა, ან უბრალოდ გავქრებით. 

- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვიდეოს ავრცელებს. მისი თქმით ქვეყანა კრიზისშია და აქედან გამოსავალი დროულად არის მოსაფიქრებელი:

"დიდი ისტორიის მქონე ერებიც გამქრალან ისტორიიდან, მეტწილად უჭკუობის გამო. ახლა გვყავს დიდი ფულის და საკუთარ თავზე უდიდესი წარმოდგენის მქონე ადამიანი, რომელსაც არ უნდა ძალაუფლების ხელიდან გაშვება. შეიძლება იმიტომ, რომ პირადი უსაფრთხოება ადარდებს, შეიძლება მართლა ჰგონია, რომ მის გარეშე დავიღუპებით, მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი გადარჩენა. შეიძლება ვიღაცებისთვის უწევს ანგარიშის გაწევა ქვეყნის გარეთ, შეიძლება ყველაფერი ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადის ბოლოს, დაემართა იგივე, რაც მის წინამორბედებს. ხელისუფლებიდან ავტოკრატიული მმართველი როგორმე უნდა გავუშვათ თუ არ გვინდა თურქმენეთიზაციის გზას დაადგეს ეს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას გაქცევა მოგვიწევს"

ამბობს ჯაფარიძე თავის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ჯაფარიძის თქმით, მეორე მხარეს არანაკლებ პრობლემური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებია, რომელთა მიმართაც ასევე კრიტიკულად არის განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ხოლო თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ საქართველოში ცხოვრების გაგრძელება და საკუთარი შვილებისთვის უკეთესი მომავალი, ერთად არის მოსაფიქრებელი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან. რაში ხედავს გამოსავალს "გირჩი", იხილეთ შემდეგ ვიდეოში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები