9 ოქტ 2019
3156 Views
გირჩის აზრით

ცოტნე კობერიძე და მისი "გირჩის აზრით" დონაციებზე გადადის

დღეიდან, ყოველდღიური საინფორმაციო/ანალიტიკური გადაცემა "გირჩის აზრით" და მისი წამყვანი ცოტნე კობერიძე დაფინანსების სისტემაზე გადადის

"ვიცით, რომ გირჩის პლატფორმა ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებულია - აქ გაქვს საშუალება იყო დამოუკიდებელი, გქონდეს შენი შემოსავალი და დამოკიდებული იყო შენს პარტნიორებსა და მხარდამჭერებზე - იმ ადამიანებზე, ვისაც შენი პოლიტიკური აქტივობა მოსწონს.

აქედან გამომდინარე, დღეიდან მე მთლიანად ვარ დამოკიდებული თქვენზე. მე ვწყვეტ გირჩთან თანამშრომლურ ურთიერთობას, რაც გულისხმობს რომ მე შემოსავალი აღარ მექნება გირჩისგან და დამოკიდებული მთლიანად თქვენზე ვარ" - განაცხადა კობერიძემ.


თუ გინდათ დააფინანსოთ "გირჩის აზრით", გამოიყენეთ დაფინანსების გვერდი.

 

Paypal ან პოლიტიკოსის დაფინანსება



კომენტარები