"შმაქსის" გამოძახება ქოლ-ცენტრითაც იქნება შესაძლებელი

"შმაქსს" მალე ქოლ-ცენტრი დაემატება, ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ "გირჩის აზრში" განაცხადა. მომხმარებლები საგანმანათლებლო სერვისს ბორბლებზე, გამოძახების საშუალებითაც მიიღებენ.

კიდევ ერთი სიახლე, "შმაქსისტებისთვის" საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდება იქნება. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, შმაქსის მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, მათ ასევე ელექტრონულად ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ. 

ჩვეულებრივად, ვაპირებთ, რომ ეს საგანმანათლებლო კამპანია გაიზარდოს როგორც ბიზნესი.

- ამბობს ჯაფარიძე "გირჩის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები