5 ოქტ 2019
4988 Views
მართლმსაჯულება

გირჩმა სუს-ს სერტიფიკატი - "მოისმინა" გადასცა

გირჩის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,  თავისუფლების შესახებ "გირჩის" ზოგადსაგანმანათლებლო კურსის წარმატებით მოსმენის გამო, სერტიფიკატი გადასცეს. 

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის წევრებს, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში უსმენდნენ. 

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში გირჩს უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო და რაღაცა არ დაგრჩეს თავში. ეს გადავწყვტეთ აღგვენიშნა და ამიტომაც მოვიტანეთ სერტიფიკატი" - აცხადებს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გირჩის წევრები, 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული, კანაფის ფესტივალის საქმის დახურვასთან დაკავშირებით სამმართველოში ხელის მოსაწერად მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაიბარეს.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები