სიახლეები

სუს-ი "გირჩს" ერთი წლის განმავლობაში უსმენდა

2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე,"გირჩის" წევრები შსს-ში დაიბარეს.

უწყებაში აცხადებდნენ, რომ “გირჩის” წევრები სამინისტროში საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

როგორც გირჩის ახლანდელი და ყოფილი წევრები გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, საქმე კანაფის ფესტივალს ეხებოდა, რის შემდეგაც გირჩის წევრებს სუს-ი უსმენდა, სასამართლო განჩინების საფუძველზე. როგორც დაკითხვაზე დაბარებული, ტორესა მოსი ამბობს, გამომძიებლის თქმით, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი საგანგაშო და დანაშულებრივი ნიშნები საუბრების ჩანაწერებში, ამის გამო საქმეს ხურავენ.

"გირჩში"  შსს-ში დაბარებას პარტიის ბოლო აქტივობას უკავშირებენ, ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით.

მე რაც გავიგე, გვითხრეს რომ ერთი წელია ,,კანონიერად" გვისმენენ.
ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი.
ამის სათქმელად დაგვიბარეს. ტლანქად გაგვაფრთხილეს.

წერს იაგო ხვიჩია, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები