სიახლეები

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.  ქართველმა სპორტსმენებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ჩემპიონატზე ჯამში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველები ხუთში მონაწილეობდნენ და ოქროს მედლის აღება ყველა წონაში შეძლეს.

ფანტასტიკურად იასპარეზა გოგონათა ნაკრებმაც რომელსაც ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ოქროს მედლები მოიპოვეს, გიორგი თუთაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა. ვერცხლის მედალი ვლადიმერ ახალკაცს ერგო, ხოლო ბრინჯაოს მფლობელები მიხეილ ბექაური და მარიამ ჭანტურია გახდნენ. 

კომენტარები