სიახლეები

"ბიბლიური თავისუფლება" ბიზნესის დალოცვას იწყებს

დღეიდან, მცირე და მსხვილ მეწარმეებსა და სტარტაპერებს „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური ლევან ჯგერენაია დალოცავს. 

დალოცვის საფასური 50 ლარი იქნება, რითიც „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური  ორგანიზაციის უმაღლესი სასულიერო იერარქიის მთავარი მღვდელმსახური დაფინანსდება. ეს კი კეთილ საქმესა და ადამიანების თავისუფლების დაცვას მოემსახურება. 
 

საქართველოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ პოლიტიკოსების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენაა. სასულიერო პირებთან კონკრეტული ადამიანები მიდიან და თავიანთი ბიზნესის დალოცვას სთხოვენ. ქვეყანაში, „ბიბლიური თავისუფლება“ ყველაზე სწრაფადმზარდი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს თავისუფლების დაცვაში ეხმარება. ვთვლი, რომ ჩვენი დალოცვა ბიზნესს წარმატების მიღწევასა და ბოროტი ძალებისგან პრობლემების თავის არიდებაში დაეხმარება

- განაცხადა ლევან ჯგერენაიამ. 

დალოცვის მისაღებად "დაფინანსების მიზანში" მიუთითეთ "მთავარი მღვდელმსახურისგან დალოცვა".

"შმაქსის" დალოცვა.


 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები