სიახლეები

პატრულმა 61 "შმაქსისტი" არ დააჯარიმა

"გირჩის" ოფისში "შმაქსისტების" რეგისტრაცია გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით შმაქსის ორი მასწავლებელი დააჯარიმეს, "შმაქსი-"ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი არ შემცირებულა. 

როგორც "გირჩში" განმარტავენ, შმAXI-ს მგზავრებმა არ იცოდნენ საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ, რადგან მასწავლებლებს არ მიეცათ დრო მგზავრებისთვის გაეცნოთ პროექტი. როდესაც პატრულმა შმAXI გააჩერა მგზავრებმა განუცხადეს, რომ ისინი ტაქსის მომსახურებას იღებდნენ, სწორედ ამიტომ დაჯარიმდა ორი "შმაქსისტი".

რაც შეეხება, დანარჩენ რეგისტრირებულ 61 "შმაქსისტს", ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რამდენჯერმე გააჩერეს სამართალდამცავებმა და არ დაუჯარიმებიათ. 

ამის მიუხედავად, "შმაქსისტების" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი, მათ დაშინებას არ ერიდებოდა. ამ თემას ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა სოციალური ქსელით, მან პატრულს მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და პატივისცემით მოეპყრან "შმაქსის" მასწავლებლებს.

იხილეთ "შმAXI"-ს ფეისბუქ გვერდი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები