სიახლეები

საპატრიარქო: ამ სიაზე არავინ არაფერი იცოდა

საქართველოს საპატრიარქოში მარიამობის შეწყალების სიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. როგორც ჩვენთან საუბრისას საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, იურდიულ სამსახურში ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი წერილობითი ინფორმაცია არ შესულა.

ჩემი ინფორმაციით, ამ სიაზე არავინ არაფერი არ იცოდა, არც წერილობითი განცხადება შემოსულა ჩვენთან. ახლა შეხვედრაზე ვარ და მაპატიეთ, მეჩქარება“ - განაცხადა ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ადამიანია. საზოგადოების პროტესტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები