სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი მაროკოს მეფეს ბაძავს

სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული უკვე მეორე ადამიანი შეიწყალა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა, რომელიც მიმალვაში 12 წელი იმყოფებოდა და უზენაესმა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლით.

მანამდე კი პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა, რომელსაც მისჯილი 12 წლიდან მოხდილი მხოლოდ ოთხი ჰქონდა. 

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა 'სქრინი", სადაც ჩანს როგორ აზიარებს სალომე ზურაბიშვილი "იმედინიუსის" ბმულს წარწერით - "მაროკოს მეფემ ტერორიზმისთვის გასამართლებული 415 პირი შეიწყალა".

პრეზიდენტს სკანდალური "ფეისბუკ" პოსტები, რომელთა სიყალბეც არ დადასტურებულა და ბოდიშის მოხდაც მოუწია, აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.

მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების პრეცედენტები ცივილიზებულ ქვეყნებში არ გვხვდება. როგორც ჩანს, მკვლელების შეწყალების მაგალითიც პრეზიდენტმა სწორედ მაროკოს მეფისგან აიღო.

კომენტარები