სიახლეები

683 Views
პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე ორ სამსახურში მუშაობის აკრძალვაზე - ეს იქნება ტყვიის სროლა ახალგაზრდებისთვის

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინციატივას, რომელიც დასაქმებული ადამიანებისთვის სამუშაო დროისა და სამსახურის რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს, „გირჩის“ წევრი ცოტნე კობერიძე საკუთარ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ეხმაურება.

ამბობს, რომ ხელისუფლება ამ რეგულაციით ახალგაზრდებსა და გაჭირვებულ მოსახლეობას „ურტყამს“, რომლებსაც ორი სამსახური ფინანსების დასაგროვებლად, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და ოჯახის შესანახად სჭირდებათ.

ტროას ცხენის მსგავსი ტიპის ცვლილებებით იწყებენ ხელისუფლებები და „ქართულმა ოცნებამაც“ ასე დაიწყო, ეტაპობრივად კიდევ ამატებენ და ამატებენ და ხდება ისე, რომ ბაზარზე დასაქმება უკვე შეუძლებელი გახდა. 

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაზე მეტად გვაზარალებს უფრო მეტად ღარიბ და ახალგაზრდა ადამიანებს. არავის გვაქვს იმის ილუზია რომ ორ სამსახურში მუშაობა ენდომება რომელიმე კომპანიის უფროსს, ადამიანს, ვისაც უკვე აქვს დაგროვილი კაპიტალი, არის ხელისუფლებაში ან მუშაობს ადმინისტრაციულ სამსახურში..
 
ორ სამსახურში მუშაობა გვინდა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ვინც ნულიდან ვიწყებთ და ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავიდანვე სწრაფად მოვახერხოთ რაიმეს დაგროვება იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების რამენაირად დაკმაყოფილება მაინც შევძლოთ. სინამდვილეში ეს სწორედ ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული. ეს იქნება ტყვიის სროლა ახალგაზრდებისთვის,“ - ამბობს კობერიძე. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსაუხრში დასაქმება აეკრძალებათ, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად კვირაში 48 საათს აჭარბებს. 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები