სიახლეები

3556 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე ბახტაძეზე: კაცი არის ქართველი მაჰათმა განდი

"კაცი არის ქართველი მაჰათმა განდი. აქამდე ხო ილიას გზას მიყვებოდა კობახიძე, ბახტაძემ საკუთარი გზა დაგვისახა" - ასე გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე ჯერ კიდევ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის "ფეისბუქ"-პოსტს, სადაც მან საკუთარი ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა და გადადგომის შესახებ განცხადებაც გააკეთა. 

ბახტაძე წერს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, დაალაგა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და მეზობელ ქვეყნებთან, გააგრძელა ნაბიჯები ოკუპაციის დაძლევისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, ქვეყანა დაიხსნა ჭარვალიანობისგან, გააუმჯობესა ბიზნესგარემოც და ა.შ. 

"2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" - ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში. 

კომენტარები