სიახლეები

219 Views
პოლიტიკა

ბახტაძე: განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე "ფეისბუქზე" გამოსამშვდობებელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას საკუთარი ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებას სთავაზობს. 

წერს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, დაალაგა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და მეზობელ ქვეყნებთან, გააგრძელა ნაბიჯები ოკუპაციის დაძლევისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, ქვეყანა დაიხსნა ჭარვალიანობისგან, გააუმჯობესა ბიზნესგარემოც და ა.შ. 

"2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" 

 

კომენტარები