სიახლეები

933 Views
ციტატები

დიღმელაშვილი რეივერებს: გაჩუმება და სცენისუკანა დალაგებები გამოსავალი არაა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორი და გადაცემის #სირცხვილია წამყვანი შოთა დიღმელაშვილი ანაკლიაში დაკავებულ რეივერებს საჯაროობისკენ მოუწოდებს.

 

"რეივერების გასაგონად: გაჩუმება და სცენისუკანა დალაგებები არაა გამოსავალი. ბოლო წლების მანძილზე კი უნდა დარწმუბებულიყავით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მთელი ოპოზიცია ემხრობოდა, პ.ალიანსის დეპუტატების ჩათვლით და შსს-მ ჩააგდო, პირადად გახარიამ. რატომ? იმიტომ, რომ ასე გაშანტაჟოთ, გალაგებინოთ და გაიძულოთ ღირსებაზე ხელაღებით თითი ვინმეზე გაიშვიროთ საკუთარი თავისუფლების ფასად.

ერთადერთი ბერკეტი ამ ბოროტების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოებას გვაქვს, საჯაროობაა. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. ნუ ჩადგებით შანტაჟისტი ოპერებისა და სიმულირებული სამართლის სამსახურში, დავდგეთთ ამ ბოროტების წინააღმდეგ მთელი სამოქალაქო საზოგადოება. სხვანაირად ამ დრაკონულ პოლიტიკას ვერ შევცვლით" - წერს დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ფესტივალ "ექოვეივსის" მიმდინარეობისას კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ათობით ადამიანი დააკავეს.

ამ ფაქტს იაგო ხვიჩიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმისთვის, რომ "გირჩი" ვინმეს დაეხმაროს, მათგან საჯაროობის პრობლემა არ უნდა იყოს და დახმარებისთვის პარტიას თავად უნდა მიაკითხონ. 

კომენტარები