სიახლეები

3570 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: თუ ვინმეს მართლა უნდა გირჩი დაეხმაროს, ამისთვის მინიმუმზე მინიმუმი არის, რომ თვითონ ჩემზე მეტად უნდოდეს საკუთარი საქმის მოგება

ხალხი ეძებდა და კითხულობდა, სად არის გირჩი და ანაკლიაში დაჭერილებს რატომ არ ეხმარებაო. მინდა განვმარტო, რომ ეს ასე არ ხდება. გუშინ ვიყავით კახეთში იმიტომ, რომ ადამიანები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიქნებით მედროშეები და თქვენ უბრალოდ დაგვეხმარეთ, ეთერი მოგვეცით და გვასწავლეთ როგორ ჯობია ბრძოლაო

ამის შესახებ გირჩის პოლიტიკოსთა სიაში მესამე ადგილზე მყოფმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამბობს, რომ რეივერებიდან „გირჩთან“ არავინ მოსულა და არც დახმარება უთხოვია. ამის მიუხედავად პარტიის წევრი, ლევან ჯგერენაია, მათ მაინც დაუკავშირდა და ყველა მათგანი შეშინებული აღმოჩნდა.

„რეივერების შემთხვევაში არავინ ჩვენთან არ მოსულა და არც დახმარება უთხოვია. ბიჭები ვგულაობდით სადღაც და პოლიციამ ხელი შეგვიშალა და, აე, გირჩი სად ხართ, გვერდში რატომ არ გვიხდგახართ, ეგ არ გამოვა.  ჩემი აზრით, ეს უზრდელობა და საკუთარი თავის და გირჩის უპატივცემულობაა. მე არ ვაპირებ ასეთ ადამიანებთან რამე ტიპის თანამშრომლობას.

ამის მიუხედავად, გუშინ ჯგერე ელაპარაკა და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ჩასვრილია და ფიქრობს, რომ პოლიციასთან დაალაგოს, არ გააღიზიანოს და ა.შ. ძაან დიდი ბოდიში, მარა რანაირად უნდა დავეხმარო ისეთ ხალხს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია და შეშინებულია? რა ვქნა, სახე დავბლარო და ვთქვა, ეს ადამიანია შეშინებული და ნუ დაიჭერთო? სახედაბლარული კაცით გავატრაკო? ამას მთხოვენ? არ გამოვა ეს, აბსურდია.

თუ ვინმეს მართლა უნდა გირჩი დაეხმაროს, ამისთვის მინიმუმზე მინიმუმი არის, რომ თვითონ ჩემზე მეტად უნდოდეს საკუთარი საქმის მოგება. თუ მე უფრო მეტად მინდა იმ კაცის საქმის მოგება, ვისაც ვიცავ, იქიდან არაფერი გამოვა.

ვერ მივიღებ ამ მორალურ დამუნათებებს უაზრო და მშიშარა ხალხისგან. სოფელში უფრო მეტია ზეწოლა, უფრო მეტად ეშინიათ პოლიციის, ამის ფონზე ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ იბრძოლონ. უბრალოდ, მორალური უფლება არ მაქვს, რომ არ დავეხმარო.

ხალხი, რომელსაც გულაობა უნდა და დაიჭერენ, მხოლოდ მორალურად გვამუნათებს, რატომ არ გვეხმარეობიო და მართლა რომ დახმარებას შესთავაზებ, თვითონ გარბიან, ეგენი არაფერს არ იმსახურებენ. ეგ ხალხი იმსახურებს ბოდიშს, რომელიც მინისტრმა მოუხადა აქციაზე. მასეთ ხალხთან მე არანაირი საქმე არ მაქვს" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

კომენტარები