შოთა დიღმელაშვილი: ყველამ კარგად ვიცით, ვისზეა ხელისუფლება გაბრაზებული

''პოლიტიკური აგორას'' სტუმარმა, სამოქალაქო მოძრაობა ''სირცხვილიას'' დამფუძნებელმა და აქტივისტმა,  შოთა დიღმელაშვილმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით ყველა ქვეყანა  კორონავირუს სხვადასხვა სტრატეგიით ებრძვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 15 აპრილისთვის ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურების იმედი გამოთქვა. მან ასევე ნიუ-იორკის ჩაკეტვაზე უარი განაცხადა.

სწრაფმა ტესტირებამ, სამხრეთ კორეაში თავისი შედეგი დადო. ისლანდიამ პროცენტულად მოსახლეობის, ყველაზე დიდი  ნაწილი დატესტა. იაპონიამ ტესტებზე საერთოდ  უარი განაცხადა. იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც პნევმონია გამოუვლინდება მათ უმკურნალებს.  მათ კი პნევმონიის სამკურნალოდ კარგად მომზადებული სისტემა აქვთ.  ესეც ერთ-ერთი ვალიდური სტრატეგიაა - ამბობს აქტივისტი.

სინგაპურში სწავლა საწყის ეტაპზე არ შეწყვეტილა, მაგრამ ყველას სიცხეს უზომავდნენ. ასევე დაწესებულებებში კამერები დაამონტაჟეს, რათა  თუ კი ვინმეს სიმპტომები გამოუვლინდებოდა, გაეგოთ დაინფიცირებულს კონტაქტი ვისთან ჰქონდა.

რაც შეეხება იტალიას, იქ ასეთი მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყანაში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. ანუ ოჯახის ყველა წევრი ერთ სივრცეშია.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე აქტივისტი  ასე აფასებს:

'დომინოს პირველი ფიგურა დაიცვეს, რომ ყველაფერი არ ჩამოშლილიყო, ეს გარკვეულწილად გასაგებია''-

აცხადებს დიღმელაშვილი.

''სირცხვილიას'' დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის კუთხით, ხელისუფლებას უფრო მყარი ნაბიჯები უნდა გადაედგა.

დიღმელაშვილის აზრით, ეს კრიზისი ქვეყანას დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარის ზარალს მოუტანს. ხელისუფლების მთავარ ამოცანას  ეკონომიკაში მაქსიმალურად დიდი თანხის დარჩენა უნდა წარმოადგენდეს. აქტივისტი მიიჩნევს, რომ ამისთვის შეიძლება საპესიო ფონდის გამოყენება, დღგ-ს დაბრუნება და სხვა. ასევე სხვა  რესურსების მოზიდვა, რაც მისი თქმით რთული არ უნდა იყოს.

თუ ადამიანებს ვეუბნებით დარჩით სახლშიო, მაშინ რამე უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას. მიზნობრივი გეგმა აუცილებელია, რადგანაც ადამიანები შიმშილის პირას დგანან. 

- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ადამიანები ჯერ კიდევ მუშაობენ.

''ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს ალბათ, ყველანი რომ ხვალ სამსახურში გავიდეთ.ჩვენი სამედიცინო სისტემა რეალურად  აბსოლუტურად მოუმზადებელია, იმიტომ, რომ ქვეყანას რესურსი არ აქვს, მომართვიანობა რომ გაიზრდება სისტემას გაუჭირდება გამკლავება''

-ამბობს დიღმელაშვილი.

''პოლიტიკური აგორას'' ეთერში, აქტივისტმა ასევე საგანგებო მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შემაკავებელი მექანიზმია, რომელიც როგორც ჩანს ყველაზე არ ვრცელდება. მისთვის ეკლესიის დამოკიდებულება სრულიად  გაუგებარია. მითუმეტეს მსოფლიოს სხვადასხვა პატრიარქების გადაწყვეტილებების ფონზე. 

იმის ფონზე, რომ მათ რეალურად არცერთი რეკომენდაცია, არ გაუთვალისწინებიათ, ხელისუფლების მიერ ენის მოჩლექვა ეკლესიასთან აბსოლუტურად გაუგებარია.

 -ამბობს დიღმელაშვილი.

''ყველამ კარგად ვიცით, ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისზეც არიან  გაბრაზებულები. გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ჟურნალისტების ბულინგის ნაცვლად''

-განაცხადა ''გირჩი ტივის'' ეთერში, შოთა დიღმელაშვილმა.

                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები