სიახლეები

132 Views
პოლიტიკა

ქანთარია პარლამენტის პიკეტირებაზე - არის ამაშიც რაღაცა რომანტიკაც სიმართლე გითხრათ

ჩემთვის სამუშაო კაბინეტამდე მისვლა არასდროს პრობლემა არ არის და ვერც იქნება, მაგრამ რომ გითხრათ ეს არის სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არა. თუმცა არის ამაშიც რაღაცა რომანტიკაც, სიმართლე გითხრათ

- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ "TV პირველის" ეთერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ნოემბერს, პიკეტის თავიდან ასარიდებლად, "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში სამი საათით ადრე მივიდნენ, მოგვიანებით, აქცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადავიდა რადგან აქციის მონაწილეებისათვის ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანი იქ შეხვედრაზე მიდიოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ოცნების" წევრებს ყველგან და ყოველთვის დისკომფორტს შეუქმნიან.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები