სიახლეები

17 Views
პოლიტიკა

მოდით, ავკრძალოთ ალტ-ინფოს ტელევიზია

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელევიზიის აკრძალვის აუცილებლობა ცხადზე ცხადია, მხოლოდ ჩემი და ჩვენისურვილი არ არის ამისთვის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონიერი გზით და წინასწარ ცნობილიწესებით იყოს განხორციელებული.

ლეგიტიმურად, ტელევიზიის დაბლოკვა მხოლოდ პარლამენტის მიერ უფლებამოსილი აღმასრულებელიხელისუფლების სათანადო ორგანოს შეუძლია, ჩვენ შემთხვევაში - კომუნიკაციების მარეგულირებელკომისიას. ასე რომ, ან ნაწილში ყველაფერი გასაგებია. გაგვიმართლა, რომ ტელევიზიების დახურვისინსტიტუცია არსებობს.

თუმცა, გასარკვევია, როდის ხდება არასწორი ინფორმაცია იმდენად არასწორი, რომ მისიგავრცელებისთვის ტელევიზიას დაკეტვა უნდა ემუქრებოდეს? ვინ ადგენს ამ ზღვარს? პარლამენტი ვერშეიკრიბება, რომ ყველა ახალი ამბავი გავარჩიოთ. ვერც რეფერენდუმებს მოვაწყობთ ამისთვის, ასე რომ, გვჭირდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინსტიტუცია, რომელიც ამ არასწორობის ხარისხს დაადგენს. საბედნიეროდ, პარლამენტმა ამაზეც იზრუნა და ისევ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მისცაუფლება დაადგინოს, რა ინფორმაციის გავრცელება შეიძლება და რის გავრცელება დაუშვებელია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალტ-ინფოს მსგავსი პოლიტიკური პოზიციების გავრცელება და მათიდესტრუქციული მოწოდებების გაკეთება იმდენად საშიშია, რომ მხოლოდ ტელევიზიის დაბლოკვასაკმარისი არაა. ამ ინფორმაციის გამავრცელებლები და მოწოდებების ავტორებიც უნდა დაისაჯონ და ეს კიუკვე სუს-ის უფლებამოსილებაა. კარგია, რომ სუს- გვყავს, თორემ ის ოდესღაც რომ დაგვენგრია, ახლარუსეთის რბილი ძალისგან და ჯაშუშებისგან ვერავინ დაგვიცავდა.

მესმის, რომ ადამიანები ცდებიან, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც ან სუს-, რანაირადუზრდელად არ უნდა ჟღერდეს ეს, შეიძლება შეცდნენ, ან, რაც კიდევ უფრო არარეალურია, თავისუფლებამოსილებას გადააჭარბონ. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში სასამართლო არსებობს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს.

ამრიგად, მე, როცა ალტ-ინფოს ტელევიზიის დახურვას ვითხოვ, ასევე:

- ღიად ვაღიარებ პარლამენტის იმ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას, რომლის შედეგად კომუნიკაციებისმარეგულირებელი კომისია შეიქმნა, მეტიც, ვიწონებ კიდეც მას - დიახ, ცენზურა ცუდია, მაგრამ უკონტროლოთავისუფლება კიდევ უფრო საშიშია;

- ვაღიარებ ამ კომისიის ავტორიტეტს და მზად ვარ მას დავემორჩილო;

- ვაღიარებ სუს-ის უფლებამოსილებას და ვიწონებ ამ უფლებამოსილების გამოყენებას;

- იმედით ვუყურებ სასამართლოს და მის უნარს, აწარმოოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანიკონტროლი.

ეს ხედვა ასევე სრულ თანხვედრაშია მედიის რეგულირებაში ევროპის მოწინავე ქვეყნის, რუსეთის, პრაქტიკასთან. რუსეთში „Роскомнадзор“- ხურავს ტელევიზიებს, რომლებიც არასახელმწიფოებრივპოზიციას ავრცელებენ, ხოლო ცალკეულ ადამიანებს იგივე ქმედებებისათვის „ФСБ“ 15 წლამდეპატიმრობით სჯის. ყველა საეჭვო შემთხვევა კი, როგორც ჩვენთან, მიუკერძოებელ სასამართლოში გადისშემოწმებას.

დავხუროთ ალტ-ინფო! მეტი Роскомнадзор ქართულ მედიასა და პოლიტიკაში.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები