სიახლეები

895 Views
ციტატები

გია ჯაფარიძე: ქვეყანა კოორდინატოკრატიაში ცხოვრობს

"ქართულ პოლიტიკურ ძალებში შიდა დემოკრატია უბრალოდ არ არსებობს. ყოფილა რაღაც მცდელობები, პრაიმერისები და ა.შ. მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რომ სინამდვილეში რეალურ პროცესს იქ ადგილი არ ჰქონია და ეს იყო დადგმული და წინასწარ იყო ცნობილი ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული.

გირჩმა უეცრად შემოიტანა ძალიან კარგი იდეა, რაც ჩემი აზრით დასახვეწია, რომელიც იძლევა იმის მაგალითს და აძლევს სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც იმის მაგალითს, რომ მათაც იგივე უნდა გააკეთონ. ჩვენ ხო ძირითადად კოორდინატოკრატიაში ვცხოვრობთ. არჩევნების წინ ჩნდებიან პარტიები, როცა ამ კოორდინატორთა სისტემაში ფულის ჩასხმა ხდება. მაშინ იღვიძებს პარტია, თორემ დანარჩენი პერიოდის განმავლობაში, რასაც ქვია ნორმალური პოლიტიკური პროცესი რომელშიც პარტიები მონაწილეობენ, რეალურად არ გვაქვს" - ამის შესახებ "გირჩის" პარტიული სიის მეცხრე ადგილას მყოფმა გია ჯაფარიძემ ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განაცხადა. 

კომენტარები