27 აგვ 2019
40 Views
გირჩის აზრით

გირჩის აზრით - 28.08.19

📍 ავთანდილ წერეთელი: არ გადავიხდი გირაოს თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს!

“ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, ის ქნა. რა ქნა? არაფერი ისეთი. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? “ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. შევრდნაძემ რო თქვა წავედი სახლიშიო. ვხუმრობ, არსად არ მივდივარ. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“ - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა. 

📍 ხაზარაძე: უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა!

"მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთდებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს”,- ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურანლისტებთან განაცხადა.



კომენტარები