სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლებს. როგორც მან გირჩი TV-ის ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განაცხადა, "რუსთავი ორიდან" ის აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე, ივნისის ხელფასიც კი არ აუღია. 

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პაატა სალიასა და ქიბარ ხალვაშს სამი თვის ანაზღაურების გადახდასთან ერთად, მისი გათავისუფლების შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებაც მოუწევთ.

სხვა გზა არ მაქვს, პირადი კონტრაქტის დარღვევაზე სტრასბურგში ვერ მივდივარ. ეს ისეთი დავაა, ჩემს ბევრ კოლეგას მოუგია. ეკა მიშველაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მოუგო ზუსტად იგივე. ძაან მარტივია, კონტრაქტი არსებობს. მარტივია თან, ვმუშაობდი აგვისტოს ბოლომდე და ხელფასს არ მიხდის კაცი. ეთერში იყო გადაცემები და მურუსიძე კი არა ბიძინა რომ დაჯდეს მის მაგივრად, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, წააგებს ამ პროცესს ქიბარ ხალვაში

კომენტარები