სიახლეები

325 Views
პოლიტიკა

ტორესა მოსი: ნიკა ლალიაშვილის "იმედზე" გაჩერება წარმოუდგენელია

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული ფილმი - "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტელევიზიაში დამზადებული არ არის და მასზე სხვა, გარეშე პირებმა იმუშავეს - ამის შესახებ "იმედის" თანამშრომელმა, მწერალმა ტორესა მოსიმ ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში, "თავისუფალი ბაზარი" ისაუბრა. 

მისი განცხადებით, ფილმი საეთერო ბადეში სრულიად უკონტექსტოდ ჩაემატა და ის არა რომელიმე გადაცემის ფარგლებში, არამედ "იმედის კვირის" დასრულების შემდეგ, ტიტრების გარეშე გავიდა - "ვირაცა შევიდა, საეთეროში შეაგდო და გაუშვა".

ამდენი დღე გავიდა და იმედის ხელმძღვანელობის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული, არის თუ არა ეს იმედის "ასავალ-დასავალიზაცია". თუ ეს ასეა, ამ არხზე მომუშავე თანამშრომლებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროსახელისუფლებო მედიაზე მუშაობაა. ეს არის ძაან კონკრეტული რაღაც, რასაც იქ მომუშავე პირები ან მოაწერენ ხელს, ან არა. ამ მოცემულობაში ნიკა ლალიაშვილის "იმედზე" გაჩერება წარმოუდგენელია. ეს კაცი არის ამომხტარი ამ კორპორაციის ყველა სტანდარტიდან, იქნება ეს ეთიკური, მორალური თუ ხარისხობრივი

შეგახსენებთ,  რომ ტელეკომპანიაიმედისეთერში, ფილმი, ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ იყო, 11 აგვისტოს გავიდა. მოგვიანებით, არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლოავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს”. 

კომენტარები