სიახლეები

125 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძეს ყველა საშუალებით ებრძვიან

არ აქვს მნიშნელობა, რა ჩაიდინა და რა დაარღვია მამუკა ხაზარაძემ 12 წლის წინ. მას კონკრეტულად ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყველა საშუალებით ებრძვიან

- ეს განცხადება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ აღნიშნა, ამ ეტაპზე სასურველია დაველოდოთ სექტემბერს, როცა მამუკა ხაზარაძე საკუთარ მოძრაობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას გააჟღერებს.

სანამ ხაზარაძე რამეს არ იტყვის, მანამდე მე რაც შემეძლო მეთქვა, უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ახლა ბურთი მის მოედანზეა. ვერავინ ვერაფერს იტყვის, ყველა შევიდა მის მდგომარეობაში, ოღონდ მისგან უფრო კონკრეტულ და გასაგებ ნაბიჯებს ელოდებიან და არა იმას რომ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს. მემგონი თუ მხოლოდ მოძრაობა დააფუძნა და მეტი არაფერი, ეს საკმარისი ნაბიჯი არ იქნება იმ დარტყმების საპასუხოდ რაც მის წინააღმდეგ ხორციელდება. ალბათ საზოგადოება უფრო მეტ რამეს ელოდება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია და ჩემი აზრით, ჩვენგან პატიოსანი ქცევა იქნება, დაველოდოთ, ზუსტად გვითხრას თავისი სათქმელი, დაალაგოს თავისი ნაბიჯები და მერე შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები ამასთან დაკავშირებით

მისივე განცხადებით, მას აქამდეც არაერთხელ უთქვამს რომ პროკურატურა და სასამართლო, ქვეყანაში, საბჭოთა მეთოდებით მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, მიმდინარე წლის 24 ივლისს წარედგინათ.

ხაზარაძე აცხადებს, რომ მას და ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში "პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით დაუყადაღეს.

მისი განცხადებით, ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - „მოხდეს ჩვენ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება".

კომენტარები