4 აგვ 2019
2033 Views
პოლიტიკა

კიტოვანი გამსახურდიაზე: ორი ტყვიით კაცი თავს არ იკლავს

„როცა ზვიად გამსახურდია მოკლეს, ძაან მეწყინა. იმან მოკლა, ვინც გვერდით ჰყავდა, შევარდნაძემ რასაკვირველია, თანამებრძოლებიც მოისყიდა - ორი ტყვიით კაცი თავს არ იკლავს. ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს, ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ძაან საცოდავი იყო. აქაურმა მაგრად იმუშავა, იოსელიანმა, ავთომ, უშიშროებამ.

პრემიერმინისტრი რომ იყო ის კაცი სადაა, გუგუშვილი.. ჩამოვიდეს, დაველაპარაკები მე მაგას. როგორ, გვერდზე იწვა კაცი და ვერ გავიგე სროლაო? თუ იქ იყო, მეორე ოთახში. ორი ტყვიით ვინ იკლავდა თავს, თან ზემოდან ნასროლი...

..როგორ ეხლა, ბესო იძახის, თავი მოიკლა, მე გვერდით ვიყავიო, თავი მოიკლა და ვერ გაიგო? გაიღვიძა დილას და მკვდარი დახვდა? იტყუება. მაგის მოკლული არ არის ეგ ვერ მოკლავდა, არ იყო მკვლელი. უშიშროება იყო მკვლელი სქართველოსი. ავთო იოსელიანი. მისი დანიშვნა უნდოდა შევარდნაძეს უშიშროების უფროსად, მერე გიორგაძე დანიშნა“

– განაცხადა „ეროვნული გვარდიის“ დამაარსებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „პროცესი“.



კომენტარები