სიახლეები

76 Views

ჯგერენაია: ადამიანს აღშფოთების გამო არ უნდა ვაკავებდეთ

„მოსამართლის უპატივცემულობის“ ფაქტზე დაკავებული ზვიად კუპრავა სასმართლომ დამნაშავედ ცნო და ცხრათვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო და გამოაცხადა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„გირჩის“ წევრის, ლევან ჯგერენაიას განცხადებით, ადამიანი საკუთარი აზრის და აღშფოთების გამო არ უნდა ისჯებოდეს. როგორც მან ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა, ამ ფაქტის შემდეგ, ნებისმიერი სხვა პირის გინების დროსაც, შესაძლოა, მსგავსი რამ განმეორდეს.

„ამ ლოგიკით, ბიუროკრატი, რომელიც იუსტიციის სახლში მუშაობს, რითია მოსამართლეზე ნაკლები? მაგან რატომ უნდა აიტანოს შეურაცხყოფა ან რატომ არ უნდა დავსაჯოთ მაგის შეურაცხმყოფელი. მაგრამ ჩვენთან ხო სასამართლო და დანარჩენი სისტემა თანამშრომლობენ და რაც სისტემას უნდა, საბოლოოდ სასამართლო მაგას „უპრავებს“, თანამშრომლობენ და ასე ცდილობენ ძალაუფლების გაფართოებას“

მისივე თქმით, სასამართლო არ უშვებს იმას, რომ უკმაყოფილო ადამიანს საკუთარი ემოციების გამოხატვის საშუალება ჰქონდეს.

კომენტარები