29 ივლ 2019
398 Views
ეკონომიკა

რა არის "მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძისთვის

ჩვენი ნაშრომის ერთი მესამედი მიაქვს სახელმწიფოს და ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, შესაბამისად პარტია, რომელიც მეტყვის, რომ გადასახადები უნდა შეამციროს, მთავრობის ზომა და ბიუროკრატიის ხარჯები არის შესამცირებელი ჩემთვის ის იქნება თავისუფლების მხარდამჭერი.

განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრა ტვ-ის ეთერში 7 ჟურნალისტთან შეხვედრაზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე რა არის განსხვავება ზურაბ ჯაფარიძისა და მისი ოპონენტების მორალურ კომპასს შორის, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს მეტი თავისუფლების მომხრეობაა და ყველასთან ითანამშრომლებს, ვინც თავისუფლებას აირჩევს, მისი თქმით მეტი თავისუფლება გამოიხატება, მაგალითად, გადასახადების შემცირებაში, ნაკლებ რეგულაციებში სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციასა და ადამიანებისთვის გადაცემაში და ა.შ.

მეტი თავისუფლება გამოიხატება ბევრ რაღაცაში, მეტი თავისუფლება პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა ადამიანების ცხოვრებაში და აცდით მათ, საკუთარი ცხოვრება ისე განკარგონ, როგორც სურთ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გადასახადების შემცირებაა:

რაც უფრო მეტ ნაშრომს წაიღებს ჩვენგან და რაც მაღალი იქნება გადასახადები, მით ნაკლები თავისუფლება გვრჩება, როცა ჩვენი შრომის პროდუქტი გვრჩება ჩვენ და შეგვიძლია ისე განვკარგოთ, როგორც გვინდა, მით მეტად ვართ თავისუფლები.

მეტი თავისუფლების შემზღუდავ ფაქტორებში ჯაფარიძე,სახელმწიფ რეგულაციებს ასახელებს, მისი თქმით, ამ ტიპის რეგულაციები ადამიანებს უზღუდავს საკუთარი თავისა და შრომის პროდუქტის ისე გამოყენებას, როგორც მას სურს.   

ადამიანი თავისუფალია და თუ სხვას ზიანს არ აყენებს, თავად წყვეტს სიგარეტს მოწევს, მარიხუანას მოწევს, ღვინოს დალევს თუ ჭაჭით გასკდება.მე თუ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, მაშინ თავისუფალი არ ვარ.

ჯაფარიძე შეეხო ლარის გაუფასურების თემასაც, მისი განცხადებით ამ მიმართულებით პრობლემებიც, თავისუფლების შეზღუდვის ბრალია.

გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელიც მომხრეა იყოს თავისუფალი არჩევანი ვალუტის არჩევისას. ანუ ლარი არ იყოს ერთადერთი გადახდის საშუალება. ეს არის ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი,

"გირჩის" ლიდერის განცხადებით, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო აქტივების პრივატიზების და ხალხისთვის გადაცემის თემაა. რადგან საკუთრების გარეშე თავისუფლება არ არსებობს.

სახელმწიფო ჩვენს ქონებას აზის როგორც კრუხი, ხალხი შიმშილით კვდება და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ღარიბები ვართ. სიგიჟეა, რომ ადამიანები შიმშილით გეხოცებოდნენ და ამ რესურსს აჯდებოდე, ვითომ რაღაცა "ტყე შეუნახე შვილებსა" მოტივით, სინამდვილეში ვერც ვინახავთ, როცა სახელმწიფოს ხელშია, კორუფციული გზებით ეს მაინც იჩეხება, და ყველამ იცის რა რაოდენობის ტყეები იჩეხება.

ჩვენი თავისუფლების ნაწილი არის ის, რომ ჩვენ გვქონდეს საკუთრება, საკუთრების გარეშე თავისუფლება არ არსებობს. გვინდა, რომ რაც კი ქვეყანაში აქტივებია, რომლის ღირებულება ასობით მილიარდიდან ტრილიონამდე ადის, გადავიდეს ადამიანების საკუთრებაში - მიწები, ტყეები, წიაღისეული, სახელმწიფო საწარმოები და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენი საკუთრებაა და არა მთავრობის. ამ რაღაცებზე ვინც წამოვა და კიდევ უფრო მეტზე, გირჩი ითანამშრომლებს მათთან.

განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრა ტივის ეთერში.



კომენტარები