26 ივლ 2019
101 Views
ეკონომიკა

ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის კონსორციუმში დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათთვის აღმკვეთი ღონისძიების დაწესების შესახებ უნდა გაიმართოს მოსმენა. სასამართლო დარბაზში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მომდევნო კვირაში ის და ბადრი ჯაფარიძე გამართავენ პრეზენტაციას, რომელზეც საზოგადოებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველ საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებს გააცნობენ. ხაზარაძის თქმით, ის და ბადრი ჯაფარიძე ამ პროექტის გადარჩენის მიზნით, მის მმართველ საბჭოს ოფიციალურად ჩამოცილდებიან.

ის ზარალი, რაც მათ [პროკურატურის განცხადებით] საქართველოს ეკონომიკას მიაყენეს არის დანაშაული. მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. ჩვენ შევცლთ ანაკლიის მმართველ საბჭოს და ჩამოვცილდებით მართვას. რომ ვინმემ არ დაგვაბრალოს რომ ჩვენ გამო შეჩერდა ინვესტიცია.

ამბობს ხაზარაძე



კომენტარები