სიახლეები

228 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: თვალებახვეულები დადიან რომ არ შეამჩნიონ ეს კაცი (მაჩალიკაშვილი)

მაჩალიკაშვილი სისტემამ ჩვენი სახელით მოკლა და ახლა მიდის საუბარი იმაზე, სწორი იყო ეს მკვლელობა თუ არა

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ შსს-ს წარმომადგენლები მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმის საშუალებას მთელი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ. მისივე განცხადებით, ეს ადამიანი ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ან დაამტიცოს, რომ მისი შვილი მართლა ტერორისტი იყოს, ან ბოდიში მოიხადონ.

მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებისთვის ყველაზე დამანგრეველი, მორალური არგუმენტით აპროტესტებს და ამბობს, რომ მას სისტემა ებრძვის და არა ქართველი ხალხი.  

ნებისმიერი შემდეგი ხელისუფალი, ვინც არ უნდა მოვიდეს, ამ კაცს ვერ გაექცევა. ესენი უბრალოდ თვალებახვეულები დადიან რომ არ დაინახონ ეს კაცი, მაგრამ ნებისმიერი სხვა ხელისუფლება ამას ვერ გაუძლებს. როგორც კი ამ საქმეში შეხვალ, სისტემის დაშლა მოგიწევს. მთელი სისტემა გარეულია მაჩალიკაშვილის საქმეში. ზოგი მკვლელი და შემსრულებელია, ზოგი ბრძანების გამცემი, ზოგი ხელის დამფარებელი

კომენტარები