სიახლეები

1225 Views
განათლება

დედა ენას ზაზა გაბუნია და სხვა 13 ავტორი დაარედაქტირებს

ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ ისწავლიან. თუმცა, ცნობილია, რომ წიგნი ადაპტირებული იქნება და მოსწავლეების განათლებას სახელმწიფო არა წიგნის ავტორისეული მეთოდით, არამედ თოთხმეტკაციანი სპეციალიზებული კომისიის მიერ შემუშავებული ვარიანტით აპირებს.

როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, „დედაენა“ მოსწავლეების დამხმარე სახელმძღვანელო იქნება. მის შემუშავებაში კი მონაწილეობა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ მიიღეს. 

კომისიის წევრები ასევე იყვნენ დეპუტატები ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ახლანდელი და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა. 

როდის იქნება შესაძლებელი „დედაენის“ ადაპტირებული ვერსიის ნახვა და რა განსხვავებაა მასსა და იაკობ გოგებაშვილისეულ წიგნს შორის, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები