სიახლეები

159 Views
პოლიტიკა

ლევან ჯგერენაია "მაკნატუნას" შევიწროების შესახებ

საქართველოში ორი ტიპის ბიზნესი გვაქვს - რომელსაც სახელმწიფოსგან არანაირი ბერკეტი არ ეხება, მაგრამ როცა დასჭირდებათ, ავიწროებენ და მეორე, რომელიც ხელისუფლებას დონაციაზე ჰყავს და საჭიროებისამებრ, სათავისოდ იყენებს

- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ლევან ჯგერენაიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

ამით ჯგერენაია კომპანიაში „მაკნატუნა“ შემოსავლების სამსახურის შესვლას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ სახელმწიფოს ქმედებებიდან გამომდინარე, როცა ბიზნესი ამბობს, რომ უსამართლოდ ექცევიან, უნდა დავიჯეროთ იქამდე, ვიდრე სახელმწიფო საპირისპიროს არ დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია „მაკნატუნას“ დამფუძნებელმა „ფეისბუქზე“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მისი განცხადებით, ამის მიზეზი „მაკნატუნას“ ახალი, ანტისაოკუპაციო შეფუთვა გახდა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დავით ფხაკაძე ფიქრობს იმასაც, რომ მისი ნახევარძმა თორნიკე ცერცვაძე, სარაგბო გუნდ „ლელოდან“, სწორედ ამ ფაქტის გამოუშვეს.

კომენტარები