სიახლეები

1953 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ჭიკაიძე ყველაზე კარგი შს მინისტრი იყო

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ყველაზე კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა. ხვიჩიამ განმარტა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჭიკაიძეს ზედმეტი არაფერი გაუკეთებია და ხალხს ტყუილად არ სცემდა.

უნდა ვეცადოთ, რომ ხელისუფლებას მივუთითოთ - რკინის მინისტრები კი არ გვყავდეს, სწორება ჭიკაიძეზე აიღონ. ყველა შს მინისტრზე შემჩნეული მაქვს რომ ყველაზე ცუდი მინისტრები რეიდებით იწყებენ და ამთავრებენ ისე, როგორც ახლა გახარია ამთავრებს

იაგო ხვიჩიამ ჭიკაიძე და მოქმედი შს მინისტრი, გიორგი გახარიაც შეადარა და განაცხადა, რომ გახარიას მაგივრად მისი წინანმორბედის მსგავსი მინისტრი რომ ყოფილიყო, 20 ივნისის ღამით ასეთი ტრაგედია არ მოხდებოდა.

ამ ერთი წლის განმავლობაში გახარიამ რაც ქნა - ჩვენი დაჭერა, ბასიანზე შევარდნა, პანკისში შევარდნა და ა.შ, სიგიჟეები რაც მოაწყო, არცერთი არ იყო საჭირო. ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის იყო საჭირო, რომ უცბად, ერთ წელიწადში, აეკრიფა რეიტინგი რომ მაგარი მინისტრი ყოფილიყო. ყვე*ებიანი კაცის იმიჯის ასაკრეფად, საბოლოო ჯამში, ადამიანები დავაბრმავეთ

კომენტარები