სიახლეები

1477 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: გახარია საკუთარ ტყუილებში გაიბლანდა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე შს მინისტრ გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს აფასებს. როგორც ჯაფარიძემ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ განაცხადა, მისი ყველაზე დიდი ტყუილი თანამდებობაზე დარჩენა, პასუხისმგებლობის აღება და გამოძიების შედეგებისთვის დალოდებაა.

ტყუილებში გაიბლანდა გახარია. ვის სჯერა, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა და შს მინისტრს დაიჭერს - პროკურატურა, შსს და სასამართლო ერთი დედააფეთქებული მანქანაა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გვერგო და სხვადასხვა ხელისუფლების დროს ხელიდან ხელში გადადის, თუმცა, მისი არსი არასდროს შეცვლილა

ჯაფარიძის თქმითვე, ხელისუფლება გახარიას გამართლებას ცდილობს და იმ „ფაქტს“ იშველიებს, თითქოს, აქციაზე მართლა სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ.

ერთ მხარეს გყავს ბავშვი დათრხილი თვალებით და მეორე მხარეს რაღაც ისეთი უნდა დადო, რაც ამ ამბავს გადაწონის. ამ დროს იშველიებენ, რომ გახარიამ ქვეყანა გადაარჩინა სახელმწიფო გადატრიალებისგან

კომენტარები