სიახლეები

433 Views
ეკონომიკა

საპენსიო სისტემა 108 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 831 000 ადამიანი და აქედან დაახლოებით 13 %-მა სქემა დატოვა. გამოდის, რომ საპენსიო სისტემიდან 108 000 ადამიანზე მეტი გავიდა.

პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 831 000 ადამიანი და აქედან დაახლოებით 13 %-მა დატოვა სქემა. საჯარო სექტორიდან გაცილებით ნაკლებია, კერძო სექტორიდან გაცილებით მეტია და ეს ბუნებრივია.

- განაცხადა ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ.

სურგულაძის თქმით, მოსახლეობის უნდობლობა, საპენსიო სქემის მიმართ, უსაფუძვლოა:

ჩვენ გვეყოლება მეტი მონაწილე, რომელიც დაზოგავს საპენსიო ასაკისთვის თანხას, ეს იქნება კარგი ჩვენი ეკონომიკისთვის და ასევე საპენსიო ასაკის ხალხისთვის

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ჯერ არ ქონდა შესრულებული 40 წელი

კომენტარები