სიახლეები

658 Views
პოლიტიკა

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები Vs ვასაძის რაზმი

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაადგილდებიან, ისინი თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, იმის გამო, რომ პარლამენტის წინ სასულიერო პირებისა და ლევან ვასაძის მომხრეების აქცია მიმდინარეობდა.

მიუხედავად  პოლიციის თხოვნისა, რომ სკვერში დარჩენილიყვნენ, აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან პარლამენტის მიმართულებით, ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "მშვიდობა" და "არა ოკუპაციას".

პარლამენტის წინ მობილიზებულია ყვითელი ავტობუსები, რომლებითაც გადახერგილია გზა. გზას ასევე კეტავენ პოლიციელები, ამის გამო "ანტიოკუპანტები" მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან შეჩერდნენ.

აქციის ორგანიზატორების ნაწილი იმყოფება პარლამენტის წინ, ისინი ფაქტობრივად ალყაში არიან და ვერ გამოდიან.

კომენტარები