სიახლეები

322 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: სახელმწიფო ადამიანებს კი არა, პოლიციელებს იცავს

სახელმწიფო გვეუბნება, რომ პოლიციელებზე თავდასხმა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანებზე

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

ჯაფარიძე გუშინ, შსს-ს მიერ ოთხი ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმის მაგივრად, რომ შსს-ს 20 ივნისის ღამით მომხდარი დანაშაული და მოქალაქეებზე ძალადობა გამოეძიებინა, პოლიციელებს იცავს და ადამიანებს ამბოხების მოწყობის ბრალდებით აკავებს.

სახელმწიფო ადამიანებს კი არა, სისტემას, პოლიციელებს იცავს

ჯაფარიძემ პოლიტიკოსების მოსალოდნელ დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი აზრით, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერას შსს ვერ შეძლებს და მათი მხრიდან ეს საზოგადოების დაშინების მცდელობაა.

20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი აზრი გირჩის წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმაც გამოთქვა. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეების დასჯა რომ უნდოდეს, იმ პოლიციელების დაკავებით დაიწყებდა, რომლებიც მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებდნენ.

კომენტარები