სიახლეები

გიგა მაქარაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ვიღაცა, ჩემთვის უცნობი ადამიანი, დეტალურად მაცნობდა გეგმას,როგორ აპირებდა ჩემს მოკვლას.

განაცხადა, აქციის, #სირცხვილია, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა, გირჩის ნიუს სააგენტოსთან საუბრისას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაქარაშვილმა გამთენიისას მიიღო მუქარის შემცველი წერილი, მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

მაქარაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი, უკვე ცდებოდა "ტროლების" შემოტევას, ამიტომ მან მიმართა პოლიციას - მომენტალურად დაიწყო საქმის გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში დაიკითხა თავად გიგა მაქარაშვილიც. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოლიციას დაუდასტურა,რომ მუქარის ავტორთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს.

მისი თქმით, თუ მუქარის შემცველი მესიჯების ავტორი საქართველოში იმყოფება, დღესვე დააკავებენ.

ჩვენი ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით, რომელიც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.

კომენტარები