882 Views
Girchi News გირჩი

გირჩის სამეფოს ახალი თავკაცი ოთო ზაკალაშვილია

ვინც აქტიურად გვადევნებთ თვალს გეცოდინებათ, რომ სამეფოს ახალი თავკაცის არჩევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

რამდენიმე კვირის წინ სათათბიროს ერთ-ერთი სხდომის ამბებიც გაგაცანით, სადაც ცხარე კამათი მიდიოდა იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა საუკეთესო კანდიდატურა.

როგორც იქნა, აღსრულდა და სათათბირომ სამეფოს თავკაცად ოთო ზაკალაშვილი აირჩია.                                                                                                                                        

სულ მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყება, გირჩისთვის ეს არჩევნები ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნების ტოლფასია.

ჩვენ გვსურს ამ არჩევნებზე საკუთარი შედეგი როგორც მინიმუმ გავაუმჯობესოთ, რისთვისაც მაქსიმალურად დავიხარჯებით.

გუნდის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ოთოს ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეში!

                                                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე



Comments