სიახლეები

გირჩის პარლამენტარის წარმატებული გამოძიება

გირჩის პარლამენტარის წარმატებული გამოძიება:

ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები საჯარო გახდა

პარლამენტის წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა, გადაწყვიტა ნამახვაჰესის ირგვლივ დისკუსია ურთიერთბრალდებებსა და იარლიყების მიკერებას გასცდომოდა, რისთვისაც გამოიყენა პარლამენტარის პრივილეგია, ესკოსთან დეპუტატის წერილი გაგზავნა და აქამდე საზოგადოებისთვის კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვა. ესკოს პასუხიდან გაირკვა, რომ ჰესის პროექტი შესაძლოა სრულიად არამომგებიანი აღმოჩნდეს, საზოგადოებისთვის კი ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუმჭირვალე იყო. 

21 ივნისს, სანდრომ ვიდეომიმართვაში ესკოს ელექტროენერგიის იმპორტის ფასების გასაჯაროებისკენ მოუწოდა და ვადა ერთი კვირა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას შესაძლოა სისხლის სამართლის დევნა მოჰყოლოდა, დეპუტატი ესკოსგან დამოუკიდებლად ფასების გამოქვეყნებას გეგმავდა, თუმცა გარისკვა აღარ დასჭირდა, რადგან ვიდეომიმართვიდან რამდენიმე დღეში, ელგრინმა ტარიფები თავად გაასაჯაროვა და სანდროს სურვილს სერიოზული დისკუსიების დაწყებისკენ გზა გაუხსნა.

ვრცლად:

 

ესკოს პასუხი სანდრო რაქვიაშვილს:

 

კომენტარები